ახალციხის N2 სკოლის მოსწავლეების ესსემ კონკურსში გაიმარჯვა
07-04-2017
ახალციხის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა ჯგუფმა ვერცხლისწყლის თემაზე გამოცხადებულ ესსების კონკურსში გაიმარჯვა.

ესსეების კონკურსი თებერვალში გამოცხადდა. მოსწავლეებმა ქეთევან ჩილინდრიშვილმა, შოთა ერემაშვილმა, რუსუდან იაძემ, სალომე გიორგაძემ, ნათია მექოშვილმა, ბიოლოგიის პედაგოგ ასმათ მიქუტიშვილთან ერთად დაამუშავეს და წარადგინეს თემა ''წყლიანი ვერცხლისწყალი''. 

კონკურსში წარდგენილი 73 თემიდან 13 თემა გამარჯვებულად ჩაითვალა. ამ თემებს შორის ერთ-ერთი ახალციხის N2 სკოლის მიერ წარდგენილი თემა იყო.  
 
გამარჯვებული თემების პრეზენტაცია 31 მარტს მოეწყო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, სადაც ჯგუფის სახელით თემა ქეთევან ჩილინდრიშვილმა წარადგინა. კონფერენციის შემდეგ გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვეს. ცენტრის უფროსმა, ია   პაპიაშვილმა, ჯგუფის ხელმძღვანელ ასმათ მიქუტიშვილს და მე-10 კლასელთა ჯგუფს სერთიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადასცა. 

ესსეების კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა,  გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის(GEF) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) თანამშრომლობით გამოაცხადა. პროექტის მიზანი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვითი  ცნობიერების  ამაღლება და  გარემოსდაცვით  აქტივობებში მათი აქტიური ჩართვა  იყო.  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203