„​ნაეკი“ პრაქტიკოს მასწავლებელებსა და მასწავლებლობის მსურველებს მიმართავს
22-05-2019
მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა, რომლებსაც რეგისტრაციის გაუქმება სურთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს  განცხადებით  უნდა მიმართონ.
 
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ასეთი განცხადებით ცენტრს 24 მაისის 18:00 საათამდე მიმართა, მას თანხა უკან დაუბრუნდება. დამატებითი ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე (ვადა და დადგენილი ფორმა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
 
 
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  • თუ სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203