კახა ფარულავა - ნიჭიერი შემოქმედი სენაკის N1 სკოლიდან, რომელიც გემოვნებითა და კრეატიულად უდგება დასახული მიზნის მიღწევას
07-04-2017

სენაკის 1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე კახა ფარულავა, უკვე  მერამდენე წელია აქტიურადაა ჩართული მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონკურსში "საუკეთესო შემოქმედი", რომლის ორგანიზატორია  ესთეტიკური აღზრდის ცენტრი.

კონკურსის მიზანია: ზღაპრის გმირების,  ლიტერატიული პერსონაჟების გაცოცხლება, ფანტაზიის უნარის განვითარება და გემოვნების დახვეწა.

როგორც ხელოვნების პედაგოგი მამუკა კუჭავა აღნიშნავს, ნიჭიერი შემოქმედი გემოვნებით და კრეატიულად უდგება დასახული მიზნის მიღწევას. საკონკურსო ნაშრომი წელსაც გაიგზავნა თბილისში,  ესთეტიკური აღზრდის ცენტრი:

''საუკეთესო შემოქმედთა შორის, წელსაც გვასახელებს კახას ნამუშევარი და ვუსურვებთ წარმატებებს.''

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203