ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით 3-დან 5 ათასამდე საპენსიო ასაკის მასწავლებელმა განაცხადი უკვე გააკეთა
23-05-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით 3-დან 5 ათასამდე პედაგოგმა უკვე გააკეთა განაცხადი.

ამის შესახებ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

"დღეის მონაცემებით მასწავლებელტა კომპეტენციის გამოცდაზე 20 ათასამდე პრაქტიკოსი პედაგოგია დარეგისტრიერებული. ამასთან, ჯიდლოს აღების სურვილი ჩემი ბოლო მონაცემებით 3-დან 5 ათას პედაგოგს აქვს გამოთქმული", - განაცხადა ბატიაშვილმა.

საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომლებსაც არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ 2019 წლის მაისის ბოლომდე უნდა განაცხადონ, რათა სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო მიიღონ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საპენსიო ასაკი პრაქტიკოს პედაგოგთა რაოდენობა 10 ათასს აღემატება. 

ასევე იხილეთ:  როდის უნდა განაცხადონ საპენსიო ასაკის პედაგოგებმა პროფესიიდან გასვლის შესახებ, რათა ფულადი ჯილდო მიიღონ - ვადები და პროცედურები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203