საქართველოში მცხოვრები ოჯახები ყველაზე ნაკლებ თანხას განათლებაში ხარჯავენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში შინამეურნეობების ხარჯების დიდი ნაწილი – 37,4% სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე მოდის.
ჯეოსტატის ინფორმაციით, საქართველოში 2018 წელს სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში განათლებაზე ხარჯი მხოლოდ 3,4%-ია.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1,187.2 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,123.5 ლარს, ხოლო ერთ სულზე 318.3 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ხარჯებს, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1,164.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.