დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენელმა თემურ მაჩაიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის მე-2 და 41-ე საჯარო სკოლები დაათვალიერეს.
მე-2 და 41-ე საჯარო სკოლების ინტერიერი განათლების სამინისტროს ძალისხმევით განახლდა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე სპორტულ მოედნებს. მოედნები სკოლებს ქუთაისის მერიამ მოუწყო.
სკოლების კაპიტალური ინტერიერის რემონტზე 390 000 ლარი დაიხარჯა.
სპორტულ მოედნებზე კი ქუთაისის მერიამ 100 000-მდე ლარი დახარჯა.