ვანის N2 სკოლაში მასწავლებელთა და მშობელთა ინიციატივით საინტერესო აქტივობები ხორციელდება
09-04-2017
ვანის N2 სკოლის მოსწავლეთა მშობლები აქტიურად არიან ჩართულები შვილების სასკოლო ცხოვრებაში.

აქტივობები, რომლებიც მშობლებისა და მასწავლებლების დაგეგმვითა და ინიციატივით ხორციელდება, უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში და ცოდნის შეძენას არაფორმალურ გარემოში. 

ვანის N2 სკოლის მასწავლებლები ამ აქტივობებისთვის მშობლებს მადლობას უხდიან: - ''ჩვენი მშობლების აქტიურობა ყველგან ჩანს, ისინი სკოლაში მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილენი არიან. მადლობას ვუცხადებთ თითოეულ მშობელს, პედაგოგს და ჩვენს მოსწავლეებს. ჩვენ ყველას საერთო მიზანი გვაქვს'' - აღნიშნავენ მასწავლებლები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203