ახალციხის N2 სკოლის მოსწავლეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს
10-04-2017
ახალციხის მეორე სკოლის მოსწავლეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს. 

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - ''სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება''. 
 
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ ტურისტული მარშრუტი უნდა დაეგეგმათ და ვირტუალური ექსკურსია მოეწყოთ ერთ კონკრეტულ რეგიონში. 
 
მონაწილეებმა პრეზენტაციის დროს სპეციალურად საკონკურსოდ მომზადებული ვიდეორგოლით საკუთარი კუთხის ტურისტული მარშრუტი წარმოადგინეს და ჟიური თავისი არჩევანის უპირატესობაში არგუმენტირებულად დაარწმუნეს.  
 
საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, კონკურსში სულ 52-მდე საკონკურსო განაცხადი შემოვიდა, მათგან საუკეთესო 12 გადაირჩა, ხოლო ფინალურ ეტაპზე: წარმატებული პრეზენტაციისთვის - 5, ჟიურის სიმპატია - 4 და საუკეთესო სამეული გამოვლინდა.  
 
სკოლა ულოცავს, მეათე კლასის მოსწავლეებს: ნუნე კანანიანს, ნარინე ოგანესიანს და ჯგუფის ხელმძღვანელს მანონი გედევანიძეს, კონკურსის - „სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება“ ფინალურ ეტაპზე გადასვლას და გამარჯვებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203