2019 წლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მასშტაბურ ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობა 300-მა პედაგოგმა მიიღო. გამოვლინდნენ სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები სხვადასხვა ნომინაციაში.
ჯილდო საქართველოს მასშტაბით სულ 26 პედაგოგს მათ შორის იყო 2018 წლის საუკეთესო პედაგოგის, წლის წარმატებული პედაგოგის, სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვის ნომინაციები.
იხილეთ დაჯილდოებული პედაგოგების სია რეგიონების და ნომინაციების მიხედვით:
იმერეთი:
მაკა კაჭკაჭიშვილი - სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი;
ნანა მარღანია - სამოქალაქო განათლების წარმატებული მასწავლებელი;
ზვიად ნიქაბაძე -სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე.
კახეთი:
ნათია ჯიჯელავა - სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი;
ელენე ოგბაიძე - სამოქალაქო განათლების წარმატებული მასწავლებელი;
ნინო ბობღიაშვილი - სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე.
გურია:
ნინო ხავთასი - სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე;
თამარ ქათამიძე - სამოქალაქო განათლებაში პროექტული სწავლების ხელშეწყობისთვის.
სამეგრელო-ზემო სვანეთი:
მაია არახამია - სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი;
ნანა ციმინტია - სამოქალაქო განათლების წარმატებული მასწავლებელი;
მაყვალა სოსელია - სამოქალაქო განათლებაში პროექტული სწავლების ხელშეწყობისთვის.
აჭარა:
ინგა მოსიძე - სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი;
თამილა რიონიძე - სამოქალაქო განათლების წარმატებული მასწავლებელი;
ანანა მახარაძე - სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე.
თბილისი:
გელა ოდიშელიძე - სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი;
მანანა ბეგაძე - სამოქალაქო განათლების წარმატებული მასწავლებელი;
ნინო დიღმელაშვილი - სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე.
ქვემო ქართლი:
დიანა აროსიანი - სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი
ნათია ბუხრიკიძე - სამოქალაქო განათლების წარმატებული მასწავლებელი;
მაკა მოსახლიშვილი - სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე.
სამცხე-ჯავახეთი:
ლელა ჯავახიშვილი - სამოქალაქო განათლების წარმატებული მასწავლებელი;
სვეტლანა ბოჩიკაშვილი -სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე;
ასმიკ კარაპეტიან - სამოქალაქო განათლებაში პროექტული სწავლების ხელშეწყობისთვის.
შიდა ქართლი:
მორის დანდურიშვილი - სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი;
ფატმან ღამბაშიძე-გვარამაძე - სპეც პრიზით აჯილდოვებს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;
თეა ლომიტაშვილი - სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია 2012 წლიდან, წელიწადში ერთხელ იმართება და წელს უკვე მერვე ღონისძიება ჩაატარა.
როგორც etaloni.ge - სთან საუბრისას სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი მარინა უშვერიძემ განაცხადა, ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების საშუალება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დიალოგის საშუალება აქვთ.
„თბილისი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მასშტაბურ ყოველწლიურ ღონისძიება მერვე წელია იმართება. ეს დღე სამქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ზეიმის დღედ იქცა. ღონისძიებაზე 300 პედაგოგი იმყოფება. მათ საშუალება აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ მიღწევები, განიხილონ სფეროში არსებული სიახლეები და მონაწილეობა მიიღონ დიალოგში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან იმ მიზნით რომ სკოლებში გაუმჯობესდეს ამ საგნის სწავლება“, - განაცხადა მარინა უშვერიძემ.
კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).