საყუნეთის სკოლამ შოთა რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილ სარაიონო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
10-04-2017

საყუნეთის სკოლაში შოთა რუსთაველის 850 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში V,VI,VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტზე.  მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის ნამუშევრები წარმოადგინეს: პრეზენტაციები, ნახატებისა და მაკეტების გამოფენა. ასევე გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში. სკოლამ მონაწილეობა მიიღო სარაიონო ღონისძიებაში.

პროექტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ლია შუბითიძე იყო.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203