უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველი კლასის მოსწავლე სიმაღლიდან გადმოვარდა
27-05-2019

უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო.

„კლინიკაში შემოყვანისას ბავშვს აღენიშნებოდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას“, - განაცხადა ტრავმატოლოგმა კოტე ლაცაბიძემ.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის განცხადებით,  ბავშვი დაახლოებით 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.

„უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულია ბარიერები, როგორც ჩანს, ექსკურსიაზე მყოფი მოზარდი სწორედ ამ გალავანზე ავიდა და იქიდან გადმოვარდა. მუზეუმის ტერიტორიაზე არის სპეციალური გაფრთხილებები უსაფრთხოებისთვის, თუმცა, მცირეწლოვანი ბავშვების თანმხლებმა პირებმაც მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ბადრი გასპაროვმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203