ტურისტის თვალით დანახული ახალციხის ციხე - მოგზაურებისთვის გაზიარებული შთაბეჭდილება
ახალციხის ციხე ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ადგილია...გამორჩეული ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის სივრცეში ქართული სტუმართმოყვარეობითა და ფოლკლორით არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებად რჩება სტუმრების ცხოვრებაში.
მოგზაურები მრავალი ქვეყნიდან ერთმანეთს გამოცდილებასა და ემოციებს სოციალურ სივრცეში უზიარებენ ხოლმე, მსოფლიოს გამორჩეულ ღირსშესანიშნაობებს შორის კი ახალციხის ციხეზე საუბრობენ:
„იმის მიუხედავად, რომ ციხე აღდგენილია რვა წლის წინ, ის ისევ შთამბეჭდავად გამოიყურება. აუცილებლად მოინახულეთ. სხვა ციხეებთან შედარებით ბევრად დიდი ზომისაა და კარგად მოვლილი. რაც შეეხება ჩვენს ექსკურსია მძღოლს, იყო კვალიფიციური და გვაჩვენა ციხის მთავარი მახასიათებლები, მათ შორის მუზეუმი, რომელიც თანამედროვედ მოწყობილია, ხოლო არტეფაქტები თვალსაჩინოდაა განლაგებული. გაგვიმართლა, რომ იქ ყოფნის დროს ვნახეთ კონცერტი, სადაც შესრულებული იყო ქართული ცეკვები."
მსგავს საინტერესო პოსტებს წააწყდებით tripadvisor -ზე და ახალციხის ციხის მოგონებების სიმდიდრით იამაყებთ.