სენაკის N1 სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
10-04-2017

2016-2017 სასწავლო წლის ფარგლებში გამოცხადდა თეორიული კონკურსი-სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგანში. 

პროექტში ჩაერთო საგნით დაინტერესებული 36 მოსწავლე, რომლებმაც სასწავლო წლის განმავლობაში უნდა ჩააბარონ ტესტირება 3 ეტაპად.

კონკურსის  I  ეტაპის ტესტირება,  წარმატებით ჩატარდა სენკის N1  სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში.

ხელოვნების პედაგოგების ე.გეგენავა და მ.კუჭავას თქმით, მონაწილეთა რეიტინგები განთავსდება შესაბამის ვებ გვერდზე ყოველი კვირის დასაწყისში.

კონკურსის ორგანიზატორია განათლებისა და განვითარების ცენტრი „ცოდნის სამყარო“;

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203