2018-2019 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულებს ატესტატის აღება მიმდინარე წლის 20 ივნისიდან შეეძლებათ. ატესტატს აიღებენ ასევე ის პირები, რომლებმაც სკოლა წინა წლებში დაასრულეს, თუმცა გამოსაშვები გამოცდების წარუმატებლად დაძლევის გამო მისი აღება ვერ შეძლეს.
როგორც etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ატესტატები იუსტიციის სახლში გაიცემა და მის მისაღებად მსურველს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევს.
„20 ივნისიდან დაიწყება ატესტატების გაცემა იუსტიციის სახლში, მათთვისაც, ვინც წელს დაასრულა სწავლა და მათთვისაც, ვინც წინა წლებში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ჩაიჭრა. ატესტატის ასაღებად ნებისმიერ მსურველს იუსტიციის სახლში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევს“, - განაცხადეს უწყებაში.
ატესტატის მისაღებად იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეივსოს.
ამასთან, იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტი განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პირს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას საფასურის გადახდა მოუწევს: