საყუნეთის სკოლის მოსწავლეებს რაბათის ციხეზე სასწავლო ექსკურსია ჩაუტარდათ
11-04-2017

საყუნეთის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს რაბათის ციხეზე გასვლითი ექსკურსია-გაკვეთილი ჩაუტარდათ თემაზე საქართველოს ისტორია და სამცხე-ჯავახეთი.

მოსწავლეებმა ციხესთან ერთად სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმიც დაათვალიერეს.

მასწავლებლების თქმით, მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნა განიმტკიცეს და დიდი ინტერესით გაეცნენ მუზეუმში წარმოდგენილ ექსპონატებს.

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, მათთვის ეს დღე დაუვიწყარი იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203