საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამართულ კონკურსში ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს
11-04-2017

თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში დამოუკიდებელმა ინტელექტუალურმა კლუბმა „ერუდიტმა“ ჩაატარა კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

კონკურსი ემსახურებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. კონკურსში მონაწილეობდა კერძო და საჯარო სკოლის 40 მოსწავლე.

კონკურსი ჩატარდა 3 ტურად. პირველ ტურში მოცემული იყო 12 შეკითხვა, დახურული დაბოლოებით, ტესტირების სახით, მოსაფიქრებლად  - 4 წუთი;  მეორე  ტურში მოცემული იყო 12 შეკითხვა,  ღია დაბოლოებით (წერითი).  მოსაფიქრებლად  - 4 წუთი.

მესამე ტურში გადავიდა 10 მოსწავლე, რომლებმაც ზეპირ კითხვებს უპასუხეს. ფინალი იმდენად დაძაბული აღმოჩნდა, რომ  გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი კითხვების დასმა გახდა საჭირო.

ამ კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარი ჭუმბურიძემ, ხოლო  მე-3 ადგილი ორმა მოსწავლემ გაინაწილა: ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თინიკო ცირეკიძემ და ახალთერჯოლის სკოლის მოსწავლე ქეთევან აბჟანდაძემ.

როგორც სკოლის წარმომადგელნები აღნიშნავენ, კონკურსის გამარჯვებულებმა შთაბეჭდილებები თანაკლასელებსა და სხვა მეგობრებს გაუზიარეს:

''მოსწავლეები სახავენ გზებს შედეგების გაუმჯობესებისა და ახალი წარმატების მისაღწევად, თანატოლებთან აქტიური ჩართულობითა და სიახლეების ძიებით.''

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203