სენაკის N1 სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეთა და მშობელთა მორიგი შეხვედრა პროფესიულ სასწავლებელში ჩატარდა
12-04-2017

სენაკის N1 სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეთა და მშობელთა მორიგი შეხვედრა პროფესიულ სასწავლებელში - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ჩატარდა.

განათლების  ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც  იგეგმება საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსის შექმნა და პილოტირება სკოლის მოსწავლეებისათვის, „მებაღეობისა“ და „ცხოველების/ფრინველების მოვლის“ მოდულების მიმართულებით.

შეხვედრას უძღვებოდა სენაკის პროფესიული  სასწავლებლის ხელმძღვანელი მანანა ჭანტურია, დარგის მასწავლებლები მ.ჭანტურია, შ. არჩაია და ასისტენტ მასწავლებლები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203