თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა მიღების მიზნით, ელექტრონული რეგისტრაცია 2019 წლის 12 ივნისს დაიწყება.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია წარიმართება ორ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge პირველი ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 12 ივნისს 12:00 საათზე და რეგისტრაციას შეძლებენ:აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათზე და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.
რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო- სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება ორი წლის. წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება ოთხი ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.