ახალციხის N2 სკოლის მოსწავლეები კონკურსში ''მე და კონსტიტუცია'' დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთნენ
12-04-2017

ახალციხის N2 სკოლის მეათე კლასის მოსწავლეების აზრით, კონსტიტუცის ცოდნა ყველას ვალდებულებაა. ამიტომ ისინი ხალისითა და დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთნენ პრეზიდენტის ინიციატივითა და ორგანიზაცია - ''დემოკრატიის  ლაბორატორიის'' მხარდაჭერით შემოთავაზებულ კონკურსში ''მე და კონსტიტუცია''. 

მოსწავლეებმა შექმნეს ოთხკაციანი გუნდი ''ერუდიტი'' (გუნდის წევრები: ლ. ჯვარიძე, ს. გიორგაძე, ვ. პარუნაშვილი, ე. დიაკონაშვილი). მათ ხელმძღვანელობდა გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მ. დათებაშვილი. 

მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეორგოლი, რომელმაც მათ წარმატება მოუტანა. შემდეგ  გამარჯვებულ გუნდებს შორის გაიმართა ბრეინ-რინგის სტილის  კონკურსი. გუნდი ფინალში ვერ გადავიდა, თუმცა როგორც პედაგოგმა აღნიშნა, მოსწავლეებმა ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინეს და კონსტიტუციის უკეთ შესწავლის ინტერესი გაუჩნდათ:

''მართალია გუნდი ვერ გადავიდა ფინალში, მაგრამ მოსწავლეებმა შეიძინეს გამოცდილება და მეგობრები, შეისწავლეს  კონსტიტუცია, გაუჩნდათ კონსტიტუციის უკეთ შესწავლის ინტერესი, გაუზიარეს გამოცდილება თანატოლებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მსგავს კონკურსში  მონაწილეობისა. ასეთი კონკურსები საჭიროა მოსწავლეებში კონსტიტუცის საკითხებზე  ცნობიერების ამაღლებისათვის'' - აღნიშნა პედაგოგმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203