მესხეთის სკოლაში ჩარლი ჩაპლინის ''ბიჭუნას'' კინოჩვენება მოეწყო
12-04-2017
მესხეთის სკოლა ჩაერთო პროექტში "კინო სკოლაში". სკოლაში პირველი კინოჩვენება გაიმართა.

მოსწავლეებმა ჩარლი ჩაპლინის "ბიჭუნა" ნახეს. ფილმმა ახალგაზრდების მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა. ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

''ჩარლი ჩაპლინი გენიალური რეჟისორი და მსახიობია, საოცრად ემოციური ფილმი იყო. სურვილი გვაქვს, კიდევ ვნახოთ ასეთი ფილმები და შემდეგ განვიხალოთ'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

შეგახსნებთ, რომ პროექტი ''კინო სკოლაში'' საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამჟამად პროექტში ჩართულია 217 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203