ყარაჯალის სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებებში ამჯერად მე-5, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა იაქტიურეს
12-04-2017
ყარაჯალის სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებებში ამჯერად მე-5, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა იაქტიურეს.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროკურატურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ''არა - ძალადობას''. 
 
ასევე სკოლის მე-5 - მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი  ''იმღერე რამე'', რომელზეც დარეგისტრირდა 38 მოსწავლე.   
 
31 მარტს ჩატარდა პირველი ეტაპი, სადაც მონაწილეებმა შეასრულეს ერთი ქართული სიმღერა. 

ჟიურიმ შეარჩია და მეორე ეტაპზე გადავიდა 22 მოსწავლე, რომლებიც შეასრულებენ ორ ქართულ სიმღერას - კლასიკურს და ხალხურს.  

კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართება 21 აპრილს, ხოლო მე-3 ეტაპი და ფინალი შედგება 25 მაისს და მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203