სათხის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარი აღნიშნეს
31-05-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.

ბოლო ზარის ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება სათხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა კლასის დამრიგებელთან ანაიდ სუკასიანთან ერთად გაუწიეს, სათხის კლუბში გაიმართა.

2018-2019 წლის 19 კურსდამთავრებულის სიხარულს სკოლის დირექტორი შუშანიკ ანანიკიანი, სასწავლო ნაწილი არპენიკ ხაჩატრიანი, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები იზიარებდნენ.

ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ მეთორმეტე კლასელებს კიდევ ერთხელ მიულოცა სკოლის დამთავრება და წარმატებები უსურვა მათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203