ზიკილიის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარეს
31-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ზიკილიის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბეღურების“ წევრებმა სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებს თემაზე - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ ტრენინგი ჩაუტარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. 

„ტრენინგი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, რითაც მოსწავლეებს განუვითარდებათ ნეგატიური დამოკიდებულება დანაგვიანებული გარემოსადმი და შეძლებენ  სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203