''ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები'' - თეთრიწყაროს N1 სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
12-04-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით ჩატარდა  ღონისძიება - ''ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები''. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას. ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები და დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს, რომ თითოეული გმირის სახელს, რომლებმაც სამშობლოსათვის სიცოცხლე დათმეს, ქართველი ხალხი და საქართველო არ დაივიწყებს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.

''1989 წლის 9 აპრილი, დღე, რომელიც ქართველი ხალხის ისტორაში ერთდროულად არის სიხარულისა და ცრემლის დღე. ამ დღეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203