ახალციხის ციხეზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
03-06-2019
ახალციხის ციხეზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა. 

STUDIA N -ის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სცენაზე კი დღის განმავლობაში ერთმანეთს ოცამდე ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლი ენაცვლებოდა. 

1 ივნისი და ნინოობა ახალციხის ციხეზე, ტრადიციულად, ერთობლივი კონცერტით აღნიშნეს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ნაბადი-არტმა“ და ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ირმისამ“ და „სამანმა“.

დღის კულმინაცია ახალციხის ციხის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იყო, სადაც ესტრადის ცნობილი მომღერლები ნინი შერმადინი, ვერიკო ტურაშვილი და ქეთი გომართელი მონაწილეობდნენ.

ამასთან, ახალციხის ციხეზე, სიმბოლურად, ახალი/დამატებითი ინფრასტრუქტურული სივრცე - ბავშვთა ოთახი გაიხსნა. იგი ვიზიტორებსა და დამთვალიერებლებზეა გათვლილი. ორგანყოფილებიან ოთახში დასასვენებელი სივრცე, როგორც ზრდასრულ ასევე პატარა სტუმრებზეა მორგებული. აქ გართობისა და დასვენებისათვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი.

ბავშვთა ოთახი ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ინიციატივით მოეწყო და შესაბამისი ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203