რა შემთხვევაში შეუჩერდებათ მასწავლებლებს სტატუსი და რა უნდა მოიმოქმედონ სტატუსის აღსადგენად?!
03-06-2019

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაში განსაზღვრულია სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის გზები.

მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეჩერება/შეწყვეტა ან თუ მასწავლებელი სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების განცხადებით მიმართავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას.

რაც შეეხება სტატუსის აღდგენას, დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერების შემთხვევაში მასწავლებელმა სქემით განსაზღვრული სტატუსის აღდგენის მიზნით უნდა მიმართოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც ახალი შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა.

მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.

სქემით განსაზღვრული სტატუსი ჩერდება და აღდგება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ასახოს ელექტრონულ სისტემაში.

მასწავლებელი უფლებამოსილია, მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების/შეწყვეტის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც ექვემდებარება შეფასებას.

იხილეთ ასევე: მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა დამტკიცდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203