დიდი სმადის სკოლაში ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს ეჩვენებინათ სამყაროს ერთიანობა
13-04-2017

დიდი სმადის სკოლაში მომზადდა ერთობლივი ინტეგრირებული პროექტი IX  კლასში.   

პროექტი ფიზიკა - ბიოლოგიაში მომზადდა თემაზე - თვალი ბიოოპტიკური სისტემა. 

პროექტის მიზანი  იყო  მოცემული საკითხის  კვლევა -შესწავლა, სხვადასხვა საგნის კონტექსტში.  

ფიზიკის გაკვეთილზე, ოპტიკური  ხელსაწყოების  შესახებ  მიღებული ცოდნის საფუძველზე, ცოცხალ  სამყაროში თვლის, როგორც ოპტიკური სისტემის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის არა მხოლოდ მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც: 

"მოცემული საპროექტო თემით მოსწავლეებმა შეძლეს ეჩვენებინათ სამყაროს ერთიანობა.​"

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203