ასპინძის სკოლის მოსწავლეებმა უჩვეულო თეატრალური წარმოდგენა გამართეს
13-04-2017

ასპინძის სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე უჩვეულო თეატრალური წარმოდგენა გამართეს (პედაგოგი მთვარისა ზედგინიძე). 

მოსწავლეებმა ზღაპრები - წითელქუდა, კომბლე და სამი გოჭი - ჩრდილების თეატრის სახით წარმოადგინეს. მათ გამოიყენეს სინათლის სხივი და შექმნეს დეკორაციები. 

''ძალიან საინტერესო იყო ამ თეატრალურ წარმოდგენაზე მუშაობა, სახალისო და შემეცნებითი'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203