აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ფახულანის N1 სკოლაში მოსწავლების მიერ ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
15-04-2017
ფახულანის N1 სკოლაში გაიმართა მოსწავლების მიერ ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.
 
გამოფენა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა და გამოფენილი იყო ძველი უნიკალური ნივთები. 

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეძინათ ხელთნაკეთი ნივთები. შემოსული თანხა კი ფახულანის თემის მშენებარე ტაძარს მოხმარდება. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ''ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელები'' - გიორგი ფიფია და ნიკა გეთია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში: ჯონი გოგოხია, ასევე დათა კუკავა. საჯარო ბიბლიოთეკის გამგე: ზიტა გერგედავა, კულტურის სახლის დირექტორი: მაკა შონია. სკოლის დირექტორი და პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სკოლის დირექტორი ხათუნა ფიფია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203