7 ივნისს ზოგად უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება
04-06-2019

მიმდინარე წლის 7 ივნისს, 12:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ზოგადი უნარების საცდელ ტესტირებაში მონაწილეობას სთავაზობს.

ტესტირება წინა წლებში გამოყენებული ზოგადი უნარების საგამოცდო დავალებებით შედგენილი 80-ქულიანი ტესტით ჩატარდება. მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს შეუძლიათ ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან. ამისთვის  მოსწავლე 7 ივნისს 12:00 საათზე უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე: exam.naec.ge, სადაც საგანგებოდ მოცემულ უჯრებში დარეგისტრირდება და შემდეგ დაიწყებს დავალებების სწორი პასუხების მონიშვნას. ტესტირების შედეგი დამთავრებისთანავე გამოჩნდება ეკრანზე.

გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცესი სულ 3 საათი გაგრძელდება, 15:00 საათის შემდეგ სისტემაში შესვლა კი შეუძლებელი იქნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203