ვანთის სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
14-04-2017

ვანთის სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი "ანბანის ზეიმი" გაიმართა.

პირველი კლასის მოსწავლეებმა დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

კლასის დამრიგებელმა ლილი ბერულაშვილმა, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

''ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ენა, რადგან ჩვენი ღირსება სწორედ ესაა. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რა განსაცდელი გამოიარა დედაენამ  დღემდე რომ მოსულიყო, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ენა და ჩვენი ერი უძველესი კულტურის და ცივილიზაციისაა'' - აღნიშნა კლასის დამრიგებელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203