საყუნეთის სკოლაში პროექტი ''მასლენიცა'' წარმოადგინეს
28-02-2017
საყუნეთის სკოლის მე-9 კლასიის მოსწავლეებმა, რუსული ენის გაკვეთილზე პროექტი "მასლენიცა" (ყველიერი) წარმოადგინეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გააეცნენ რუსულ ქრისტიანულ დღესასწაულ "მასლენიცას" და პარალელი გაავლეს მსგავს ქრისტიანულ დღესასწაულთან საქართველოში.    

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ინფორმაციები მოიძიეს, გაეცნენ ორი ქვეყნის ტრადიციებს, შექმნეს სლაიდ-შოუ და წარმოადგინეს პრეზენტაცია. პროექტის ბოლოს სტუმრებს ბლინებითა და ჩაით გაუმასპინძლდნენ.  

"მასლენიცა" არის ზამთრის გაცილება და გაზაფხულის მობრძანება. ამ დღეს იმართება სახალხო სეირნობები, აცხობენ ბლინებს. ეს ნიშნავს, რომ გაზაფხული მოვიდა'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

პროექტის ავტორი რუსული ენის პედაგოგი ირინა ტაბატაძე იყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203