ყარაჯალის სკოლამ ტრადიციისამებრ მიმდინარე წელსაც გამოაცხადა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული
14-04-2017

ყარაჯალის სკოლამ ტრადიციისამებრ მიმდინარე წელსაც გამოაცხადა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. 

სკოლაში დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები.  

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სკოლის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აქტიურობით: 

''მე-5 კლასელებმა ჩაატარეს კონკურსი ქართულ კალიგრაფიაზე. სკოლის ფოლკლურულ ანსამლ "ლალეს" თანამონაწილეობით მე-7, მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამართეს ქართული ხალხური პოეზიის წუთები. ასევე ჩატარდა საინფორმაციო გადაცემა -"ჩვენი სკოლა". მე-8 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ლექსები მიუძღვნეს ქართულ ენას, გავიდნენ თემში და  ბარათებით მიულოცეს ქართული ენის დღე სოფლის მოსახლეობას, რომელსაც დღეს, 14 აპრილს დაასრულებენ.''

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203