თეთრიწყაროს N1 სკოლის მოსწავლეებმა გლობალური დათბობის პრობლემებსა და მისი თავიდან აცილების გზებზე ისაუბრეს
18-04-2017
თეთრიწყაროს N1 სკოლაში „ბუნებისმოყვარულთა კლუბმა“, რომელშიც გაერთიანებული არიან II-VIII კლასის მოსწავლეები, ჩაატარა კონფერენცია თემაზე - „გლობალური დათბობა“.

კონფერენციის მიზანი იყო ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რა პრობლემებს იწვევს გლობალური დათბობა და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რა უნდა გავითვალისწინოთ პროცესის შესაჩერებლად ან გასახანგრძლივებლად.

მოსწავლეებმა საზოგადოებას წარუდგინეს ამ თემატიკაზე შექმნილი პრეზენტაციები და ვიდეოკოლაჟი.

შემდგომში გაიმართა კითხვა-პასუხი, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და დააფიქსირეს საკუთარი აზრი არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203