წალენჯიხის N 7 სკოლაში ქართული ენის კვირეული ჩატარდა
14-04-2017
წალენჯიხის N 7 სკოლაში ქართული ენის კვირეული ჩატარდა.

კვირეული დატვირთული იყო სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებით.

მოსწავლეებმა ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, გაიხსენეს ცნობილი ქართველი პოეტების მრავლისმთქმელი სტრიქონები, შეასრულეს მასწავლებლების მიერ მიცემული დავალებები.

''14 აპრილი ქართული ენის დღეა. დღე, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ქართველს. ჩვენი სკოლა ამ დღეს ყოველთვის მრავალფეროვან ღონისძიებებს მართავს, წელს ძალიან საინტერესო კვირეული ჩავატარეთ, მოსწავლეები ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ ღონისძიებებში '' - აღნიშნეს N 7 სკოლის მასწავლებლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203