მუხრანის N1 სკოლაში სამართლებრივი კულტურის საპილოტე გაკვეთილები წარმატებით მიმდინარეობს
18-04-2017

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის N1 სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს სამართლებრივი კულტურის საპილოტე გაკვეთილები. 

მეცხრე კლასელთათვის აღნიშნულ გაკვეთილებს ერთობლივად ატარებენ სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დოლიშვილი და შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი პოლიციის მაიორი დიანა დემეტრაშვილი. 

სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ტარდება საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის (GE CALLS) - ის ფარგლებში. 

პროგრამა ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის ფილიალი საქართველოში.

პროგრამის მიზანია სამთავრობო სტრუქტურების, თემების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მეშვეობით ხელი შეუწყოს მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას, აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების დანერგვა-გაძლიერების და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების გზით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203