ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge მიღწეულ შედეგებსა და წარმატებას არასდროს ჯერდება და მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული.
მოგეხსენებათ, სულ მალე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების დღე“ იქნება და პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლების სისტემურ-ეფექტური მეთოდის დროულ ამოქმედებას შეუწყობს ხელს.
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ, თბილისის N 11; N 29; N 94; N 106; N 167 საჯარო სკოლების სახით.
„წიგნიერების დღისთვის“ საინტერესო კითხვებს 77 მზრუნველი პედაგოგი ამზადებს და სულ მალე ჩვენს იზრუნელებს საინტერესო ლიტერატურული თავგადასავალი ელით.
თბილისის N106 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი თენგიზ გულორდავა:
„წიგნიერების დღის შემოღება, მართლაც რომ, გენიალური იდეაა. არ ვიცი რა სიტყვებით შევამკო ბატონი გოჩა მსგავსი საგანმანათლებლო ინოვაციების დამკვიდრებისთვის. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ კომპიუტერმა ბავშვი საერთოდ ჩამოაშორა წიგნს, ეს წამოწყება კი მოსწავლეებს მეტი კითხვისა და წიგნთან ურთიერთობის სტიმულს მისცემს. I-IV კლასების კითხვების შედგენაზე ჩემი სკოლიდან 24 პროფესიონალი პედაგოგი მუშაობს და იმდენად წარმატებით, რომ რამდენიმე თვის მასალა წინასწარ აქვთ მომზადებული.“
თბილისის N167 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ელენე ფუტკარაძე:
„წიგნიერების დღის ფარგლებში, V,VI,VII კლასების კითხვების შესადგენად, ჩვენი სკოლის გამოცდილი პედაგოგები შეიკრიბნენ და მოსწავლეების ასაკობრივი, ინტელექტუალური და კულტურული მონაცემების გათვალისწინებით შესაბამისი ლიტერატურა შეარჩიეს. ზოგადად, ჩვენი სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებში წარმატებით ერთვება და მოსწავლეები ოქროს დიპლომებს სიხარულით აგროვებენ. იმედი მაქვს, წიგნიერების დღესაც საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ და აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო ბატონი გოჩა ტყეშელაშვილისა და Izrune.ge-ს მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ.“
ახლა კი, გთავაზობთ ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით:
I კლასი
იაკობ გოგებაშვილის: „უსუნო ყვავილი“, „ვანო და ჩიტი“, „მუხა და ლერწამი“, „დაკარგული ბავშვი“, „მკვეხარა ქოთანი“, „მუქთამჭამელა.“
II კლასი
ქართული ხალხური ზღაპრები : „კოკროჭინა“, „მეჩონგურე“, „ნადირთა ძმობა“, „ლომი და მელია“, „ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი.“
III კლასი
იაკობ გოგებაშვილის : „ფუტკარი“, „მერცხალი“, „თამარ მეფე“, „მარო და მერცხალი“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“.
IV კლასი
ნოდარ დუმბაძის : Hellados, „ხაზარულა“, „ძაღლი“.
V კლასი