სენაკის N1 სკოლაში დავიწყებული ტრადიცია აღადგინეს
19-04-2017

სენაკის N1 სკოლაში დაწყებული საქმიანობა გრძელდება. 

ხელოვნებისა და ხაზვის პედაგოგის მამუკა კუჭავას ინიციატივით IX კლასის მოსწავლეებმა საბა კვარაცხელიამ და დიანა წიფურიამ გადაწყვიტეს აღედგინათ ის ტრადიცია, რომელიც უკვე დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.

როგორც მამუკა კუჭავა აღნიშნავს, ტრადიციის გაგრძელება შემდეგში მდგომარეობს:

''სკოლაში ყოველ თვე გამოიცემა გაზეთი სახელწოდებით ''პირველები'', რომელშიც თავმოყრილი იქნება სკოლის აქტივობები, საინტერესო ფაქტები, მოსწავლეების ნაშრომები და სხვა უამრავი.''

მოსწავლეების თქმით, აღნიშნული საშუალებას მისცემს მათ ერთმანეთი აღმოაჩინონ:

"ყოველივე ეს კი საშუალებას გვაძლევს მოზარდებს გავითქვათ ერთმანეთში სახელი, გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები და მოხდეს ჩვენს შორის აზრთა გაცვლა ამის შედეგად კი საშუალება გვეძლევა აღმოვაჩინოთ ერთმანეთი.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203