6 წლის დავით თათვაძე 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
დავით თათვაძემ მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, ზედიზედ რვა პარტია მოიგო.
„დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული“, - ნათქვამია ჭადრაკის ფედერაციის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.
თათვაძის მწვრთნელი ნანა ჭეფხოძეა.