ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge მიღწეულ შედეგებსა და წარმატებას არასდროს ჯერდება და მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული.
მოგეხსენებათ, სულ მალე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების დღე“ იქნება და პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლების სისტემურ-ეფექტური მეთოდის დროულ ამოქმედებას შეუწყობს ხელს.
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ, თბილისის N 11; N 29; N 94; N 106; N133; N 167 საჯარო სკოლების სახით.
„წიგნიერების დღისთვის“ საინტერესო კითხვებს 77 მზრუნველი პედაგოგი ამზადებს და სულ მალე ჩვენს იზრუნელებს საინტერესო ლიტერატურული თავგადასავალი ელით.
თბილისის N11 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი:
„სკოლა „წიგნიერების დღის“ მომზადებაში აქტიურადაა ჩართული. VIII,IX, X კლასის ტესტებს სწორედ ჩვენი პედაგოგიური კოლექტივი ადგენს, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოსწავლეთათვის ასაკობრივ ლიტერატურას არჩევს და Izrune.ge-სთან ერთად მათ მომავალი წარმატებებისთვის ამზადებს. ოცდამეერთე საუკუნეში ყველა კომპიუტერულ ტექნოლოგიებზეა გადასულია და სამწუხაროდ, წიგნი გვერდზე აქვთ გადადებული. პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ბავშვი იმაზე მეტად აიღებს წიგნს ხელში, ვიდე აქამდე იღებდა. საგანმანათლებლო ინოვაციები ჯანსაღ კონკურენციას, აზარტსა და წინსვლის მოტივაციას ამკვიდრებს სასკოლო ცხოვრებაში.“
ახლა კი, გთავაზობთ ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით:
I კლასი
იაკობ გოგებაშვილის: „უსუნო ყვავილი“, „ვანო და ჩიტი“, „მუხა და ლერწამი“, „დაკარგული ბავშვი“, „მკვეხარა ქოთანი“, „მუქთამჭამელა.“
II კლასი
ქართული ხალხური ზღაპრები : „კოკროჭინა“, „მეჩონგურე“, „ნადირთა ძმობა“, „ლომი და მელია“, „ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი.“
III კლასი
იაკობ გოგებაშვილის : „ფუტკარი“, „მერცხალი“, „თამარ მეფე“, „მარო და მერცხალი“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“.
IV კლასი
ნოდარ დუმბაძის : Hellados, „ხაზარულა“, „ძაღლი“.
V კლასი