გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი – მოთხრობა მასწავლებლისთვის!
10-06-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხადდება ლიტერატურული კონკურსი, რომლის მიზანია შეიქმნას მოთხრობა მასწავლებლისთვის როგორც საგანმანათლებლო რესურსი. კონკურსის მიზანია ასევე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

ლიტერატურული კონკურსი ქართველი მწერლებისთვის უკვე მეოთხედ გამოცხადდა.

წლევანდელი კონკურსის თემაა:

„ძილში კი სიზმრებად
მოდიან ბავშვები,
მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ.“
ირაკლი კაკაბაძე

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან შეირჩევა 3 გამარჯვებული ნაწარმოები. ჟიური განიხილავს მხოლოდ იმ მოთხრობას, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება.

კონკურსის 3 გამარჯვებული დაჯილდოვდება 30 სექტემბერს საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზი და ასევე ფულადი ჯილდო:

I ადგილი – 1 000 ლარი;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს!

ლიტერატურული ნაწარმოები უნდა გააგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com.
გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
საკონკურსო მოთხრობის მოცულობა უნდა იყოს 5-დან – 15 გვერდამდე.
საკონკურსო მოთხრობების გაგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 აგვისტო!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203