იყალთო უძველესი სოფელია, რომელსაც ასევე უძველესი კულტურა აქვს. იყალთოში XI-XII საუკუნეებში არსებულა უმაღლესი სასწავლებელი აკადემია. სოფელში სკოლა 1915 წელს გაიხსნა. ამის შესახებ ცნობები შემოუნახავს ხელნაწერ ალბომს „იყალთოს რვაწლიანი სკოლის ისტორია.“ მასზე მუშაობა დღესაც გრძელდება და ალბომი მდიდრდება ჩვენი დროის საგანმანათლებლო პროცესის ამსახველი წერილობითი ინფორმაციითა და ფოტომასალით.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ყველა...
მეტის ნახვა
იყალთო უძველესი სოფელია, რომელსაც ასევე უძველესი კულტურა აქვს. იყალთოში XI-XII საუკუნეებში არსებულა უმაღლესი სასწავლებელი აკადემია. სოფელში სკოლა 1915 წელს გაიხსნა. ამის შესახებ ცნობები შემოუნახავს ხელნაწერ ალბომს „იყალთოს რვაწლიანი სკოლის ისტორია.“ მასზე მუშაობა დღესაც გრძელდება და ალბომი მდიდრდება ჩვენი დროის საგანმანათლებლო პროცესის ამსახველი წერილობითი ინფორმაციითა და ფოტომასალით.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ყველა საგნის მასწავლებელმა გაიარა ტრენინგი და წარმატებით ჩაერთო ესგ-ს დანერგვის პროგრამაში. I-VI კლასების მასწავლებლები ჩართულნი არიან USAID-ის პროგრამაში. სკოლაში მდგრადი განვითარების მიზნით უამრავი პროექტი ხორციელდება. პრიორიტეტული თემების დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობენ საგნობრივი კათედრები და კლასის დამრიგებლები.
2022 წელს სკოლამ განახორციელა შემდეგი აქტივობები: „გარემოს დაცვა“, „ჯანსაღი ცხოვრების წესი.“ 2023 წელს კი მუშაობს თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.“ მასში იყალთოს სკოლამ ჩააშენა STEM საგნების პროექტი „ბიოსახლი“, რომელშიც მონაწილეობენ V, VI კლასების მოსწავლეები და ბიოლოგიის მასწავლებელი. აღნიშნული პროექტის განხორციელება მარტში იწყება.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა: ლიტერატურული საღამო, დისკუსია, სპორტული შეჯიბრებები, საახალწლო ზეიმი, კალიგრაფთა კონკურსი და სხვა;
2020-2021 სასწავლო წელს სკოლის ეკოკლუბი „იყალთო“ „ნიკო კეცხოველის პრემიის“ სასკოლო პროექტის ფარგლებში დაჯილდოვდა 400 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერით;
სამოქალაქო განათლების კლუბმა „მომავლის საყრდენი“ განახორციელა პროექტი „ჩვენი უსაფრთხო მომავლისთვის“, რის შედეგადაც სკოლაში დაიხაზა ზებრა გადასასვლელი...
მეტის ნახვა
- მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა: ლიტერატურული საღამო, დისკუსია, სპორტული შეჯიბრებები, საახალწლო ზეიმი, კალიგრაფთა კონკურსი და სხვა;
- 2020-2021 სასწავლო წელს სკოლის ეკოკლუბი „იყალთო“ „ნიკო კეცხოველის პრემიის“ სასკოლო პროექტის ფარგლებში დაჯილდოვდა 400 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერით;
- სამოქალაქო განათლების კლუბმა „მომავლის საყრდენი“ განახორციელა პროექტი „ჩვენი უსაფრთხო მომავლისთვის“, რის შედეგადაც სკოლაში დაიხაზა ზებრა გადასასვლელი და სკოლამ შეიძინა პროექტორი. ამავე კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს „ცოდნის ცენტრისა“ და „ქალთა ფონდის“ მიერ ჩატარებულ კონკურსში, ისინი დაჯილდოვდნენ „ბიბლუსის“ ვაუჩერით, რითაც შეიძინეს წიგნები და გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას;
- კლუბმა „მომავლის საყრდენი“ ასევე მოიპოვა გრანტი პროექტში „გახსენით წიგნით ახალი სამყარო“, რითაც სკოლის ბიბლიოთეკისათვის შეიძინეს წიგნები;
- XI კლასის მოსწავლე დიანა ბაქრაძე საქართველოს ფეხბურთელ გოგონათა (21 წლამდე) ნაკრებისა და კლუბ „სოხუმის“ წევრია, მისი თანაკლასელი თენგო ენუქაშვილი კი - „საქართველოს ჭაბუკ კალათბურთელთა ნაკრების“ წევრი.
- 2022 წელს სკოლის ვაჟთა გუნდი ჩემპიონი გახდა გეზრბენში მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ასევე წარმატებულია ფეხბურთელ გოგონათა გუნდი, ისინი მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ პირველობაზე.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში სკოლა გაიხსნა 1915 წელს. პირველი მასწავლებელი პაშა გრიგოლის ასული მაყაშვილი გახლდათ. სკოლა იყო სამკლასიანია და სასწავლო პროცესი კერძო ბინაში ხორციელდებოდა. თელავის მაზრის სკოლების ზედამხედველი ვინმე პიგორელოვი ყოფილა. 1920 წელს სოფელში ოთხწლიანი სკოლა დაარსდა, სადაც გამგე მასწავლებელი მარო მაყაშვილი-გვაზავა იყო. 1924 წლიდან სკოლა სხვა შენობაში გადაიტანეს.
1935 წელს...
მეტის ნახვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში სკოლა გაიხსნა 1915 წელს. პირველი მასწავლებელი პაშა გრიგოლის ასული მაყაშვილი გახლდათ. სკოლა იყო სამკლასიანია და სასწავლო პროცესი კერძო ბინაში ხორციელდებოდა. თელავის მაზრის სკოლების ზედამხედველი ვინმე პიგორელოვი ყოფილა. 1920 წელს სოფელში ოთხწლიანი სკოლა დაარსდა, სადაც გამგე მასწავლებელი მარო მაყაშვილი-გვაზავა იყო. 1924 წლიდან სკოლა სხვა შენობაში გადაიტანეს.
1935 წელს 7 წლიანი არასრული სკოლა გაიხსნა, რომლის დირექტორიც გ.აჯიმამუდოვი იყო. 1968 წლიდან სკოლა რვაწლიანია. ამავე წელს ძველ სკოლას მიაშენეს ახალი კორპუსი და იგი საშუალო გახდა. დროთა განმავლობაში სკოლის მოსწავლეთა რიცხვი იზრდებოდა და უკვე ორი ცვლაც ვეღარ აუდიოდა კონტიგენტის მომსახურებას. გადაწყდა ახალი სკოლის აშენება, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა „შოთაობის“ და „შინმოუსვლელთა“ დღის დამაარსებელმა გიორგი ელიზბარის ძე შათირიშვილმა .
1982-1983 წლებში აშენდა 600 მოსწავლეზე გათვალისწინებული შენობა. 2013 წელს მოხდა სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რის შედეგადაც სასკოლო გარემო გათვალისწინებული იქნა სსსმ მოსწავლის ინტერესების შესაბამისად. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ელ. მეურნეობას. 2023 წელს გაკეთდა ექიმის კაბინეტი. 2023-2024 წლებში კი დაგეგმილია სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია.
1986 წელს იყალთოს საშუალო სკოლაში 370 მოსწავლე სწავლობდა. მათ 40 პედაგოგი ემსახურებოდა. 2001 წელს სკოლაში უკვე 380 მოსწავლეა 38 მასწავლებლით.
2022-2023 სასწავლო წელს სკოლაში 205 მოსწავლე ირიცხება, მათ 22 მასწავლებელი და 2 სპეციალური მასწავლებლი ემსახურება. სკოლაში სულ 35 თანამშრომელი მუშაობს.
2021-2022 სასწავლო წლის მიწურულს გამართულ რეგიონულ ფესტივალზე (აკურის საჯარო სკოლაში) იყალთოს საჯარო სკოლამ ღირსეულად წარმოაჩინა თავისი საქმიანობა აღნიშნული მიმართულებით;
გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ეროვნულ კონფერენციაში. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნ. ჯიჯელავა ამ საგნის პედაგოგთა ეროვნულ კონფერენცია-გამოფენაზე დაჯილდოვდა ნომინაციაში „წლის საუკეთესო მასწავლებელი“. მას პირად საჩუქრად გადაეცა აიპადი;
2022...
მეტის ნახვა
- 2021-2022 სასწავლო წლის მიწურულს გამართულ რეგიონულ ფესტივალზე (აკურის საჯარო სკოლაში) იყალთოს საჯარო სკოლამ ღირსეულად წარმოაჩინა თავისი საქმიანობა აღნიშნული მიმართულებით;
- გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ეროვნულ კონფერენციაში. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნ. ჯიჯელავა ამ საგნის პედაგოგთა ეროვნულ კონფერენცია-გამოფენაზე დაჯილდოვდა ნომინაციაში „წლის საუკეთესო მასწავლებელი“. მას პირად საჩუქრად გადაეცა აიპადი;
- 2022 წლის ოქტომბერში ჩატარდა „შემოდგომის ფესტივალი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს I-XII კლასების მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა. მიმზიდველად გამოიყურებოდა თითოეული კლასის მიერ მოწყობილი ეთნოგრაფიული კუთხე. მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები;
- ოქტომბერშივე „მედიაწიგნიერების“ კვირეულთან დაკავშირებით III კლასში ჩატარდა „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი თემაზე - „რა ვიცი მედიაწიგნიერების შესახებ“, მე-7 კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში გაიმართა ვიქტორინა, ხოლო VII-XII კლასებისათვის ესეების კონკურსი. გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები;
- II-XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ კონკურსში „თბილისი 900, ერთიანი საქართველოს დედაქალაქი“. საუკეთესო ნამუშევრებით სკოლაში მოეწყო კუთხე.
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანია, დღეისათვის სკოლაში 201 მოსწავლე სწავლობს, რის გამოც მას ფინანსური პრობლემები გააჩნია. ასეთ პირობებში სკოლას მხსნელად მოევლინა ბიზნესმენი ბატონი მამუკა დოლიძე. მან ქველმოქმედების სახით სკოლისათვის შეიძინა 3000 ლარის ღირებულების საბავშვო წიგნები (მხატვრული და საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის) და სპორტული ინვენტარი, 1000 ლარი კი სკოლას საჩუქრად...
მეტის ნახვა
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანია, დღეისათვის სკოლაში 201 მოსწავლე სწავლობს, რის გამოც მას ფინანსური პრობლემები გააჩნია. ასეთ პირობებში სკოლას მხსნელად მოევლინა ბიზნესმენი ბატონი მამუკა დოლიძე. მან ქველმოქმედების სახით სკოლისათვის შეიძინა 3000 ლარის ღირებულების საბავშვო წიგნები (მხატვრული და საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის) და სპორტული ინვენტარი, 1000 ლარი კი სკოლას საჩუქრად გადასცა სასწავლო შინაარსის თვალსაჩინოებების შესაძენად. გარდა ამისა საბაზო და საშუალო საფეხურის სამ გამორჩეულად წარმატებულ მოსწავლეს დაუნიშნა სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით, რამაც ხელი შეუწყო სწავლისადმი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ბატონ მამუკას უანგარო დახმარებისა და მხარში დგომისთვის.