დიდი ჩაილურის სკოლაში 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები გაიხსენეს
19-04-2017
დიდი ჩაილურის სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 
 
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები დედაენაზე, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, ასევე მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 

ბავშვებმა ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, თუ როგორ დაიცვა ქართულმა საზოგადოებამ ქართული ენა, რომელიც სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. მოსწავლეებმა დედაენის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება:

''ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რაც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს. დედაენა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის თვითმყოფადობის სიმბოლოა'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203