ახალციხის N2 სკოლაში მოსწავლეებმა ნ.დუმბაძის ლიტერატურული გმირები გააცოცხლეს
19-04-2017

ახალციხის N2 სკოლაში მოსწავლეებმა ნ.დუმბაძის ლიტერატურული გმირები გააცოცხლეს.

ქართულისა და რუსული ენების პედაგოგების - მარინე გელაშვილისა და აიდა კაზდანიანის ხელმძღვანელობით ახალციხის N2 სკოლაში ჩატარდა ღონისძიება „მზიანი გულის კაცი“.


ღონისძიება ნ.დუმბაძისადმი იყო მიძღვნილი. 

მასში მონაწილე V (რუსული) კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე მხატვრულად წაიკითხეს ნ.დუმბაძის საბავშვო ლექსები, გაიხსენეს მისი ბიოგრაფია და მოთხრობები. გააცოცხლეს დუმბაძის გმირები თავიანთ მშობლიურ ენაზე. 

მშობლების აზრით, ღონისძიება სასარგებლო იყო მათი შვილებისთვის. აღნიშნეს, რომ ისინი   საკმაოდ კარგად ფლობენ ქართულ ენას, რაც უდაოდ პედაგოგის დამსახურებაა და სურვილი გამოთქვეს კვლავაც ჩატარდეს მსგავსი ღონისძიებები ენის უკეთ შესასწავლად:

"ქართული ენის ცოდნა კი, ხელსშეუწყობს ჩვენი შვილების, არაქართველი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებას." - დასძინეს მათ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203