სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლაში შოთა რუსთაველსა და თამარის ეპოქაზე საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეს
20-04-2017
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლის მე-10 კლასში ქართული ენისა და ლიტეტატურის მასწავლებლმა, ფატმან ცეცხლაძემ გაკვეთილი ჩაატარა თემაზე: "შოთა რუსთაველი და თამარის ეპოქა". 

მასწავლებელმა მოსწავლეებს დაწყებისთანავე გააცნო გაკვეთილის მიზანი - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება პრეზენტაციის დროს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ვეფხისტყაოსნის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, განიხილეს თამარის ეპოქა. საინტერესოდ, მკაფიოდ და გასაგებად ისაუბრეს თითოეულ თემაზე, უსმენდნენ და იზიარებდნენ ერთმანეთის აზრებს. ჯგუფურად იმუშავეს გარკვეული თემების შესახებ.  

''მოსწავლეები ფლობენ კომპიუტერს და მიზნობრივად იყენებდნენ მას პრეზენტაციის დროს. მასწავლებელი ნათლად და გარკვევით საუბრობდა. მიზანი, მოსწავლეებმა შეძლონ ისტ-ის გამოყენება პრეზენტაციის დროს, მიღწეულია. მადლობა ფატმან მასწავლებელს, საინტერესო გაკვეთილისათვის'' - აღნიშნეს დამსწრეებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203