მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა მიმდინარე წლის 10 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა. პირველი გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩატარდება. გამოცდები 21 ივლისს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდით დასრულდება.
2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება - განრიგი:10 ივლისი:
11 ივლისი:
12 ივლისი:
- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV)
- ბუნებისმეტყველება (I-VI)
- ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)
- მათემატიკა (I-VI)
17 ივლისი:
- მუსიკა
- ისტორია
- გეოგრაფია
- სამოქალაქო განათლება
- ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII)
18 ივლისი:
- ფიზიკა
- მათემატიკა (VII-XII)
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
- ქიმია
- სპორტი
19 ივლისი:
- ბიოლოგია
- ინგლისური ენა - წერითი ნაწილი
- რუსული ენა - წერითი ნაწილი
- გერმანული ენა - წერითი ნაწილი
- ფრანგული ენა - წერითი ნაწილი
- ქართული, როგორც მეორე ენა - წერითი ნაწილი
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი
20 ივლისი:
- ინგლისური ენა - პრაქტიკული ნაწილი
- რუსული ენა - პრაქტიკული ნაწილი
- გერმანული ენა - პრაქტიკული ნაწილი
- ფრანგული ენა - პრაქტიკული ნაწილი
- ქართული, როგორც მეორე ენა - პრაქტიკული ნაწილი
21 ივლისი:
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი
2019 წლის მასწავლებელთა გამოცდაზე 32 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, მათგან 8 ათასამდე აპლიკანტი მასწავლებლობის მსურველია, ხოლო 24 ათასამდე - პრაქტიკოსი პედაგოგია.
ასევე იხილეთ: მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის 2019 წლის პროგრამები