„800-მა პედაგოგმა გადაიფიქრა მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლა, მათი უმეტესობა საპენსიო ასაკისაა“ - სოფო გორგოძე
12-06-2019

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლა დაახლოებით 800-მა საპენსიო ასაკის პედაგოგმა გადაიფიქრა, მათი უმეტესობა კი საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 800-მა მასწავლებელმა გადაიფიქრა გამოცდაზე გასვლა, მათი უმეტესობა საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგია, მათ ჯილდოს აღება და პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს“- განაცხადა სოფო გორგოძემ.

ცნობისთვის, მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს. 

ასევე იხილეთ: მასწავლებელთა გამოცდები 10 ივლისს დაიწყება

საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203