9 აპრილი 28 წლის შემდეგ - ახალციხის N5 სკოლის ემოციური ღონისძიება
20-04-2017
ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ, 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიება ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის იყო, შესრულდა სიმღერები, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, გაიხსენეს მერაბ კოსტავას მიერ წარმოთქმული სიტყვები:

''ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი! როდესაც, ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი… ღვთის წინაშე!'' ეს დღე ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება, აღნიშნეს მოსწავლეებმა.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო მე-9 კლასის მოსწავლის, ქეთევან კაჭკაჭაშვილის მიერ შესრულებული ნახატები ცხრა აპრილის თემაზე.   

''მაქსიმალურად ვეცადეთ მაყურებლამდე მიგვეტანა ის ემოციები, რაც თან სდევდა ცხრა აპრილის ტრაგედიას და გვეჩვენებინა, თუ რა გადაიტანეს ქართველებმა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად''- აღნიშნეს ღონისძიების მონაწილეებმა.  

მაყურებელთა თქმით, ღონისძიება ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.  

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:  გურამ ვარდანიძე, მერი მხითარიანი, რუსუდან მურვანიძე, მარიამ იველაშვილი, ეთერ მერაბიშვილი, დიტო გიორგაძე, თაკო ბერიძე, აჩიკო ზედგინიძე, მარიამ ვახტანგიშვილი, ანი ვახტანგიშვილი, და მარიამ სამსონიძე.  

სკოლის წარმომადგენლები მადლობას უხდიან თვითმმართველობის წევრებს:
 
''მადლობას ვუხდით მოსწავლეთა თვითმმართველობას გაწეული შრომისათვის და მათგან კიდევ უფრო მეტ სიახლეებსა და ლამაზ დღეებს მოველით''- აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203