სენაკის N1 სკოლა ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქციაში ჩაერთო
21-04-2017
სენაკის N1 სკოლაში კამპანია - ''არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები''-ს მორიგი აქცია ჩატარდა. 

აქცია პროექტ ''საზოგადოებრივი პროკურატურის'' ფარგლებში ჩატარდა. 

სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მოიხატა რუსთაველის ქუჩის ზებრა გადასასვლელი. 

აქციაში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, სენაკის პირველი სკოლის დირექტორი ნინო გოგელიძე, ხელოვნების პედაგოგი მამუკა კუჭავა და მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. 

აქცია მიზნად ისახავდა ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203