დაბა ასპინძის სასკოლო კონფერენციაზე მოსწავლეებმა საინტერესო თემები წარმოადგინეს
21-04-2017

დაბა ასპინძის სკოლის X  კლასებში სასკოლო კონფერენცია ჩატარდა თემაზე - ''ჩვენი თვალით დანახული ''ვეფხისტყაოსანი''.

კონფერენციაზე 30 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამომსვლელებმა ისაუბრეს პოემის მნიშვნელობაზე ქართველი ერისა და თანამედროვეობის წინაშე, ''ვეფხისტყაოსნის'' გამოცემებსა და თარგმანებზე, ყურადღება გაამახვილეს პოემაში არსებულ მხატვრულ ხერხებსა და ენობრივ საშუალებებზე.

კონფერენციის პარალელურად გამოფენა მოეწყო.

კონფერენცია პედაგოგ თ.წითლანაძე-ნემსაძის ორგანიზებით ჩატარდა. როგორც მან აღნიშნა, მოსწავლეთა თემები საინტერესო, ამომწურავი და გასაგები იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203